კონფიდენციალურობის პოლიტიკა



mfes.ge პატივს სცემს ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობას და მომართულია მათი ონლაინ უსაფრთხოების დაცვისაკენ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფით ნებისმიერ დროს, როდესაც ისინი ურთიერთქმედებენ ჩვენს ვებგვერდთან. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეს დოკუმენტი დაწვრილებით განმარტავს რა ინფორმაცია მოგვეწოდება თქვენგან ან შეიძლება მოგვეწოდოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დრო და დრო შესაძლებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება, ამიტომ მოგიწოდებთ მისი ხშირი შემოწმებისაკენ.

მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოხატავს იმას, თუ როგორ იყენებს შპს “მ.ფ.ე.ს. - მრავალ-ფუნქციური ელექტრონული სისტემა” (შემდეგში: “ჩვენ”) თქვენს ინფორმაციას.

1. ინფორმაციის შეგროვება

თქვენი პირადი ინფორმაცია რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვოთ არის:

ფიზიკური პირის შემთხვევაში:

  •     სახელი, გვარი;
  •     ქვეყანა;
  •     ქალაქი;
  •     საფოსტო ინდექსი;
  •     ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  •     საკონტაქტო მობილური და სახლის ტელეფონის ნომერი;
  •     პირადი და პირადობის მოწმობის ნომერი;
  •     სქესი;
  •     დაბადების თარიღი;
  •     სასაუბრო ენა;
  •     სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას, ელექტრონული ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით;

იურიდიული პირის შემთხვევაში;

ვებ გვერდზე ვიზიტისას ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია:

  •     შემოსვლის ადგილი;
  •     შემოსვლის დრო;
  •     ნებისმიერი შევსებულ ფორმაში თუ გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია;
  •     სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია;

 

2. შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება

შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, თქვენი განცხადების განსახილველად (მომსახურების გასაწევად), მათ შორის:

    თქვენთან დასაკავშირებლად;
    საკონტრაქტო პირობების შესასრულებლად;

შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იყოს ტელეფონის ნომერზე და თქვენს ელ-ფოსტაზე ჩვენი სიახლეებისა და შეთავაზებების გამოსაგზავნად. იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე აღარ მიიღოთ ჩვენი შემოთავაზებები თუ სიახლეები, მიღებულ ელ-ფოსტას თანდართული ექნება „ელ-ფოსტის გამოწერის“ ფუნქციის გათიშვა, რომელიც მოთავსებული იქნება ელ-ფოსტის ბოლოში. ლინკზე დაჭერის შემდეგ აღარ მიიღებთ ჩვენ შეთავაზებებსა თუ სიახლეებს.

ნებისმიერი ინფორმაცია რომელიც შეიძლება გაზიარებულ იქნას მესამე პირთან, არ იქნება თქვენი მაიდენტიფიცირებელი, ინფორმაცია იქნება მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი. ინფორმაციით რომელიც შეიძლება მესამე პირს მიეწოდოს არ იქნება შესაძლებელი დადგინდეს თუ ვინ ხართ თქვენ, ეს იქნება მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი.

3. მომხმარებლის მხარეს დამახსოვრებული ინფორმაციის გამოყენება - “ბმულების”–ის (cookie) გამოყენება;

“ბმულები”–ი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. ბმულები არ შეიცავს პირად ინფორმაციას, იგი შეიცავს მხოლოდ ჩვენ საიტზე შემოსვლის სტატისტიკურ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია ჩვენ გვეხმარება ვებ გვერდის გაუმჯობესებაში და პერსონალიზირებული მომსახურების შექმნაში.

თუ თქვენ არ გსურთ თქვენი „ბმულების “–ის ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი „ბრაუზერის“ მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი „ბმულების “ის წაშლის ან გაუქმების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა არ გქონდეთ საშუალება სრულად იხილოთ ვებ გვერდი და ისარგებლოთ ყველა მისი ფუნქციით.

 

4. ინფორმაციის შენახვა

ინფორმაცია შენახული იქნება მესამე პირის სერვერზე, სადაც მონაცემებზე წვდომა დაშვებულია მხოლოდ შესაბამის ინფორმაციაზე უფლება-მოსილი მომხმარებლის მიერ, წინასწარ შეთანხმებული პაროლით. პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის ჩვენ საკუთარ მყარ დისკებზე გადმოტანას და დაარქივებას, რომელზეც ასევე ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალური პაროლით და გასაღებით;

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არ არის ბოლომდე დაცული, მცირე მაგრამ არის შანსი რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს.

თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, გთხოვთ სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის გაცემისგან.

5. ინფორმაციის გამჟღავნება

შეიძლება პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნებული იქნეს ჩვენ შიდა ჯგუფში არსებულ პიროვნებებთან.

მესამე პირს შეიძლება ინფორმაცია გადაეცეს:

    თავად მომხმარებლის მიერ თავის პროფილის გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროების გზით;
    ბიზნესის გაყიდვის შემთხვევაში ან ბიზნესის წილის გაყიდვის შემთხვევაში;
    კანონის მოთხოვნის საფუძველზე

6. მესამე პირის ლინკები

მესამე პირის ლინკები შეიძლება იყო ჩვენს ვებგვერდზე. ნებისმიერ მესამე პირს აქვს თავისი კონფიდეციალურობის ხელშეკრულება, რომელსაც თქვენ ეთანხმებით ვებგვერდზე გადასვლისას. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე პირის ვებგვერდებზე. ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე. ნებისმიერი მესამე პირის ლინკი, რომელიც ჩვენ ვებგვერდზე იქნება დადებული არ იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ და არ ვიღებთ მასზე პასუხისმგებლობას.

 

7. საკონტაქტო საშუალებები

ჩვენ შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ ნებისმიერი ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის საშუალებით, სანამ უარს არ განაცხადებთ.

8. ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში

მომავალში, კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში მოხდება რაიმე მატერიალური ან არსებითი ცვლილება ჩვენ შეგატყობინებთ ვებ გვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

9. ჩვენთან დაკავშირება

კონფიდენციალურობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე contact@mfes.ge, ტელეფონის ნომერზე 2 050701;


Privacy Policy| Terms of Service
©Copyright 2015 MFES, All right reserved, Created on JooCha Core Engine