ვებ-გვერდი დღეს-დღეობით აუცილებელ და მოქნილს ინსტრუმენტს წარმოადგენს თქვენი კომპანიის გასაცნობად, მოსაძებნად, არსებული მომხმარებლების შესანარჩუნებლად, ძლიერი მხარის წარმოსაჩენად და განვითარების ხელშესაწყობად.

ხოლო, ვებ-გვერდის მოვლა პატრონობა გარკვეულ ცოდნასთან და პროფესიულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე დისციპლინას მოიცავს: დიზაინი, ვებ-პროგრამირება, სისტემის და ქსელის ადმინისტრირება, ციფრული მარკეტინგი, კვლევები, პროდუქტ მენეჯერი, კონტენტ მენეჯერი, კოპირაითერი და სხვა სფეროებს

სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ თქვენი ბიზნესისთვის ან კონკრეტული პროდუქტისთვის, მომსახურებისთვის, მიზნობრივ ვებ-გვერდს, ბიუჯეტურ და ყველა აუცილებელი სერვისების გაერთიანებულ ვერსიას

350 ლარი წელიწადი, რომელიც მოიცავს: გასაცნობი ვებ-გვერდი, სახელი დომენისთვის, ჰოსტინგი 2გბ, კომპანიის ელ.ფოსტა, საძიებო სისტემებთან ინტეგრაცია, აუდიტორიის შემოკრების შესაძლებლობა და დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერა ჩვენგან მთელი წლის მანძილზე

იხილეთ დეტალურად

რატომ არის ეს საჭირო?

ხელმისაწვდომობა აუცილებელია ბიზნესში, რაც იწვევს უფრო მეტ ნდობას და პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას საქმისადმი.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვებ-გვერდი ბიუჯეტურია და აკმაყოფილებს იმ ძირითად მოთხოვნებს, რაც დაწყებისთვის სრულიად საკმარისია

პროდუქტის შეძენის შემდეგ თქვენ 1 წლით ისარგებლებთ: დომენით (YOURBUSINESSNAME.GE), 2გბ ჰოსტინგი, ერთგვერდიანი გაცნობით და საკომუნიკაციო საიტით, სამსახურეობრივი ფოსტა, 5გბ ჰოსტინგი, FACEBOOK და GOOGLE ანგარიშებს, საიტზე ვიზიტორთა ანალიტიკას, დისტანციურ მხარდაჭერის, 100 კრედიტი, დისტანციური კონსულტაცია და წელიწადში მინიმუმ ერთხელ რაიმე სიახლეს


გაცნობითი ვებ-გვერდი

პირველი გვერდის კონცეპტი

გაცნობითი გვერდის დანიშნულებაა, მომხმარებელს მკაფიოდ გავაგებინოთ თუ რას საქმიანობს კომპანია და რა მიზნით უნდა მოგმართონ თქვენ.

შესაბამისად პირველ გვერდზე გარდა კომპანის დასახელებისა, აუცილებელია იყო ის ძირითადი ინფორმაცია, რასაც კომპანია ეწევა: საქმიანობის სფერო, საკონტაქტო და მისამართი, ასევე მომხმარებლებამდე მისატანი ძირითადი მესიჯი

ყველაფერს ისე უნდა მიუდგეთ, როგორც თავად ცდილობთ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას, რას აქცევთ ყურადღებას? რა გიზიდავთ? რატომ ცდილობთ დაუკავშირდეთ? რა უპირატესობით საზღვრავთ კომპანიებთან თანამშრომლობას? სწორედ ამ პრინციპით უნდა აიწყოს ნებისმიერი გვერდის კონტექსტი და თქვენი ვებ-გვერდი იქნება სწორად ეფექტიანი, რომელიც სწორად გიკარნახებთ თუ როგორ ჯობია შემდგომში მისი განვითარება.

ჰოსტინგი

ჰოსტინგი, სივრცე ინტერნეტ ისვრცეში ვებ-გვერდის განსათავსებლად

ჰოსტინგი, ესაა სივრცე ინტერნეტში, რომელსაც ქირაობთ რადგან განათავსოთ თქვენი ვებ-გვერდი.

ჰოსტინგის პარამეტრები ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული და თუ არ გაქვთ მკაფიოდ განსაზღვრული, მაშინ ჯობია ისარგებლოთ საზიარო ჰისტინგით, რომელიც დაბალბიუჯეტიანია და განთავსებულია მაღალი ხარისხის, წარმადობის და დაცულ სერვერებზე


დომენი

დომენი, იგივე სახელი ინტერნეტ სივრცეში

სახელი საკმაოდ ბევრ რამეზე მეტყველებს, შესაძლებელია ისიც კი რომ სახელმა განგისაზღვროთ მთლიანად თქვენი ვინაობა, რას საქმიანობთ, რა არის მთავარი ამოცანები და მიზნები და აშ.

დომენის სახელი, შესაძლებელია მრავალ მხრივ მოიპოვოთ, თუ მისი მსგავსი დაკავებული არაა. თუმცა ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეარჩიოთ სახელი და მოიპოვოთ იგი

საძიებო სისტემები

ძებნის სტრატეგია - სწორ ადგილას თვალსაჩინოება

ათასობით ორგანიზაციაა რეგისტრირებული, თუმცა მათი საქმიანობის გაცნობა არც ისე მარტივია, რადგან ხშირ შემთხვევაში საჭიროებს დარეკვა, დაზუსტებას და აშ. დღეს ამ ყველაფერს ტექნოლოგიები ამარტივებენ, ზოგავენ თქვენი და მომხმარებლის დროს

საძიებო სისტემებში ინტეგრაციას ჭირდება იმ სტანდარტების და მოთხოვნების ცოდნა, რომელსაც იყენებენ საძიებო ძრავები google, yahoo, bind და სხვა. სწორედ ეს ვებ-გვერდი იწყობა ამ სტრატეგიაზე დაყრდნობით, რადგან ადვილად მოსაძებნი იყოთ ინტერნეტ სივრცეში.


კავშირების შემოკრება

კავშირები

ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს ბიზნესის დიდი ნაწილი სწორედ კავშირებზე დაყრდნობით მუშაობს. თუ ერთ კომპანიას მოემსახურების ხარისხიანად მას სხვა კომპანია მოყავს და აშ.

სწორედ იგივე პრინციპით მუშაობს კავშირები ინტერნეტ სივრცეში, ჩვენი ამოცანაა დაინტერესებულ პირებს დავამახსოვრებინოთ თავიანთი ელ.ფოსტები, შეძლონ ერთმანეთს გაუზიარონ სოციალური მედიის და სხვადასხვა წყაროების მეშვეობით, ხოლო ჩვენ მათ ვესაუბროთ მუდმივად და გვყავდეს ინფორმირებული, თუ რა სარგებელი შეუძლიათ ნახოთ ჩვენთან თანამშრომლობით.


უკუ-კავშირი

უკუ-კავშირი, როგორც განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა

ბიზნეს მთავარ იდეას სულს უდგავთ მისი დამფუძნებელი და შემოკრებილი გუნდი, თუმცა მისი ინსპირაცია შესაძლოა სხვადასხვა რამ ყოფილიყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ბიზნესის განვითარებისთვის გქონდეთ 10 საუკეთესო იდეა, რომელს აირჩევდით? იმას რომელიც 5 მომხმარებელს აინტერესებს, თუ იმას რომელიც 1,000-ს? სწორედ ვებ-გვერდი გეხმარებათ მართოთ უკუ-კავშირები და გზადაგზა განავითაროთ სერვისი

უკუ-კავშირი ეს არის გაყიდვების სტრატეგიის ის ძლიერი ნაწილი, რომლის საშუალებითაც გებულობთ მომხმარებლების რეაქციას სიახლეზე, პროდუქტზე, ინოვაციაზე, იდეაზე და აშ. სწორედ ეს უკუ კავშირია რაც დაკავშირებული ჩვენ უშუალო წარმატებასთან და წინსვლასთან. ამ უკუ კავშირის უგულვებელყოფა ეს იგივეა, ოქროს წავაწყდეთ, ვერ გამოვიცნოთ და ჯართად გავყიდოთ.

<