კონფიდენციალურობის პოლიტიკა
9 დეკემბერი, 2021წ


mfes.ge პატივს სცემს ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობას და მიმართულია მათი ონლაინ უსაფრთხოების დაცვისაკენ. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეს დოკუმენტი დაწვრილებით განმარტავს რა ინფორმაცია მოგვეწოდება თქვენგან ან შეიძლება მოგვეწოდოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დროდადრო შესაძლებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება, ამიტომ მოგიწოდებთ ჩვენი მომსახურეობის მიღების წინ მისი შემოწმებისაკენ, ხოლო თუ ჩვენი მომხმარებელი ბრძანდებით მაშინ ელ.ფოსტის სახით შეგატყობინებთ ცვლილებებს.

მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოხატავს იმას, თუ როგორ იყენებს შპს “მრავალ-ფუნქციური ელექტრონული სისტემა / მ.ფ.ე.ს.” (შემდეგში: “ჩვენ”) თქვენს ინფორმაციას.

1. ინფორმაციის შეგროვება

თქვენი პირადი ინფორმაცია რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვოთ არის:

ფიზიკური პირის შემთხვევაში:

  •     სახელი, გვარი;
  •     ქვეყანა, ქალაქი, მისამართი;
  •     საფოსტო ინდექსი;
  •     ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  •     საკონტაქტო სატელეფონო ნომერი: მობილური, სახლი, ოფისი;
  •     პირადი ნომერი (მხოლოდ ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში);
  •     სქესი;
  •     დაბადების თარიღი;
  •     სასაუბრო ენა;
  •     სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას, ელექტრონული ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით;

იურიდიული პირის შემთხვევაში:
  • ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო.
  • ორგანიზაციის ოფიციალური საკონტაქტო ელ.ფოსტა.
  • ორგანიზაციის ოფიციალური საკონტაქტო ტელეფონი.
  • ხელმომწერი პირის ან დირექტორის სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, საკონტაქტო ნომერი.
  • საკონტაქტო პირის  სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, საკონტაქტო ნომერი.
  • მათი ოფიციალური წევრების/თანამშრომლების რეგისტრაციის შემთხვევაში, მათი პირადი მონაცემები.

ვებ გვერდზე ვიზიტისას ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია:
  •     შემოსვლის ადგილი;
  •     შემოსვლის დრო;
  •     ნებისმიერი შევსებულ ფორმაში თუ გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია;
  •     სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია;

facebook ავტორიზაციისას:
  • პროფილის იდენტიფიკატორი
  • სახელი, გვარი
  • საკონტაქტო მონაცემი ელ.ფოსტა ან ტელეფონი
  • პროფილის სურათი

google ავტორიზაციისას:
  • პროფილის იდენტიფიკატორი
  • სახელი, გვარი
  • საკონტაქტო მონაცემი ელ.ფოსტა ან ტელეფონი
  • პროფილის სურათი

 


2. შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება

შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის საქართველოს კანონი "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ:

    პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისას, პირის იდენტიფიკაციის და უკუ კავშირისთვის. 
    მარკეტინგული მიზნებისთვის, შეთავაზებების გასაცნობად. თუ დადასტურებული იქნება გამოწერა.
    საკონტრაქტო პირობების შესასრულებლად.

შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იყოს ტელეფონის ნომერზე და თქვენს ელ-ფოსტაზე ჩვენი სიახლეებისა და შეთავაზებების გამოსაგზავნად. 
იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე აღარ მიიღოთ ჩვენი შემოთავაზებები თუ სიახლეები, მიღებულ ელ-ფოსტას თანდართული ექნება „ელ-ფოსტის გამოწერის“ ფუნქციის გათიშვა (Unsubscription), რომელიც მოთავსებული იქნება ელ-ფოსტის ბოლოში. ლინკზე დაჭერის გადახვალთ შესაბამის გვერდზე საიდანაც გათიშავთ შესაბამის გამოგზავნის ფუნქციას.

ნებისმიერი ინფორმაცია რომელიც შეიძლება გაზიარებულ იქნას მესამე პირთან, არ იქნება თქვენი მაიდენტიფიცირებელი, ინფორმაცია იქნება მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი. ინფორმაციით რომელიც შეიძლება მესამე პირს მიეწოდოს არ იქნება შესაძლებელი დადგინდეს თუ ვინ ხართ თქვენ, ეს იქნება მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი.


3. მომხმარებლის მხარეს დამახსოვრებული ინფორმაციის გამოყენება - “ბმულების”–ის (cookie) გამოყენება;

“ბმულები”–ი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. ბმულები არ შეიცავს პირად ინფორმაციას, იგი შეიცავს მხოლოდ ჩვენ საიტზე შემოსვლის სტატისტიკურ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია ჩვენ გვეხმარება ვებ გვერდის გაუმჯობესებაში და პერსონალიზირებული მომსახურების შექმნაში.

თუ თქვენ არ გსურთ თქვენი „ბმულების “–ის ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი „ბრაუზერის“ მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი „ბმულების “ის წაშლის ან გაუქმების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა არ გქონდეთ საშუალება სრულად იხილოთ ვებ გვერდი და ისარგებლოთ ყველა მისი ფუნქციით.

 

4. ინფორმაციის შენახვა და დაცვა

mfes.ge და მისი ქვე-დომენები გაშვებულია ჰოსტინგ პროვაიდერის სერვერებზე. mfes.ge-ის გააჩნია 2 მხარე, საჯარო სივრცე და დახურული სივრცე, სადაც მოხვედრა მხოლოდ რეგისტრირებულ და ავტორიზირებულ პირებს შეუძლიათ. ავტორიზირებულ მომხმარებლებს ეხსნებათ პროფილი, რომლის მიერ შეტანილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, თუ პროგრამული საშუალებით თავად არ ჩართავენ საჯარო სივრცეში გამოჩენის ფუნქციას.

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელ.ფოსტით ასევე, facebook და google აუტორიზაციის საშუალებით. ასეთ დროს ჩვენ ვახდენთ ამ პლატფორმებიდან თქვენი მონაცემების ავტომატურად გადმოტანას ჩვენ გარემოში.

ეს ინფორმაცია ინახება მესამე პირის სერვერზე (ჰოსტინგის პროვაიდერთან), სადაც მონაცემებზე წვდომა დაშვებულია მხოლოდ შესაბამის ინფორმაციაზე უფლება-მოსილი მომხმარებლის მიერ. პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას ალტერნატიულ სერვერზე, რომელიც ასევე დაცულ ადგილას არის განთავსებული.

ჰოსტინგის პროვაიდერია, Newfold Digital, Inc. (formerly The Endurance International Group, Inc.)  (ბრენდი: hostgator) სერვერულ სერვისებს, მონაცემთა საზიარო ინრფასტრუქტურას და ჰოსტინგს, რომლის კონფიდენციალურობის შეთანხმებას იხილავთ აქ:

https://www.endurance.com/privacy/privacy

დამზღვევ ჰოსტინგად ვიყენებთ, სადაც გადადის სარეზერვო ასლები "Contabo GmbH" მომსახურების.

https://contabo.com/en/legal/privacy/

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არ არის ბოლომდე დაცული, მცირე მაგრამ არის შანსი რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს. ვინაიდან ინფორმაციის დაცვა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს და უმნიშვნელოვანესია, ჩვენ, პროგრამული და ტექნიკურ საკომუნიკაციო დონეზე,  ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ კომპანიებთან რომლებსაც აქვთ ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები დაცული, GDPR-თან შესაბამისობაშია, არ სარგებლობენ პირატული პროგრამული უზრუნველყოფით და მაქსიმალურად იცავენ კიბერ ჰიგიენას და კიბერ ეთიკას.

ჩვენ პატივს ვცემთ საავტორო უფლებებს და ჩვენ საქმიანობაში ვიყენებთ მხოლოდ დაცულ კონტენტს. ასევე, არ ვიყნებთ პირატულ აპლიკაციებს და სკრიპტებს, არ ვახდენთ არა ოფიციალური ვებ-გვერდებიდან დიზაინი და თემების მითვისებას, ყველაფერს ვახდენთ წყაროზე მითითებული ყველა წესის დაცვით ან ვქმნით თავად.

ვინაიდან, ინტერენეტ სივრცეში ხშირია პირატული და არა ოფიციალური კონტენტის გავრცელება და შესაძლოა რაიმე გზით ჩვენ კონტროლირებას საიტზე მოხვდეს, მის აღმოაჩენის შემთხვევაში მყისიერად იქნება ამოღებული.

"ჩვენი" კომპანია ამჟამად ახორციელებს ყველა წესის დაცვას ISO/IEC 27001:2013 -ის გათვალისწინებით და ავრცელებს მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომლებთანაც მსგავსი შეთანხმება არის მიღწეული.

ასევე, ჩვენი კომპანია იცავს GDPR-ის (Regulation (EU) 2016/679, Directive 95/46/EC) მოთხოვნებს. 

თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, გთხოვთ სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის გაცემისგან.

შესაბამისად, ჩვენზე გადმოცემული კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ელექტრონულ ვიდეო და აუდიო კონტენზე, ასევე ფოტო სურათებზე ვახდენთ ციფრულ დაცვას, რომლის უნებართვო დაკოპირების შემთხვევაში ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად.

ჩვენი საიტიდან, იკრძალება ნებისმიერი სახის ინფორმაციის უნებართვო დაკოპირება. ნებართვა შესაძლოა გაიცეს, როგორც ელ.ფსოტაზე მიმოწერის საფუძველზე ასევე ფორმალური შეთანხმების საფუძველზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

5. ინფორმაციის გამჟღავნება

თქვენ პერსონალურ ინფორმაციაზე ჩვენი მხრიდან წვდომა გააჩნია, მხოლოდ ორგანიზაციის მაღალი რანგის მქონე პირებს. დეველოპერები, სტუდენტები, მარკეტოლოგები და სხვა სახის თანამშრომლებს აქვთ მხოლოდ სატესტო კონტენტზე წვდომა, მათ არ აქვთ რეალურ გარემოზე წვდომა. რეალურ გარემოზე ნებისმიერი კოდის გადატანა ხორციელდება ტესტირების შემდეგ, მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირების ჩართულობით.

მაღალი რანგის ხელმძღვანელ პირებს, ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში ეკისრებათ მაღალი ფინანსური სანქციები, რომელიც მთლიანდ გამორიცხავს მათ ინტერესესს ამ მიმართულებით.

იმიტომ, რომ არსებობს ჰაკერული თავდასხმების რისკი, "ჩვენ" სწორედ ამ მიზნით მუდმივად ვახორციელებთ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის და დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას. რა მიზნითად, მაღალი მგრძნობელობის ორგანიზაციების პერსონალური მონაცემები განთავსებულია ცალკე მდგომ სერვერებზე და მათ დაცვა ხორციელდება შეთანხმებული წესების დაცვით.

მესამე პირს შეიძლება ინფორმაცია გადაეცეს:

    თავად მომხმარებლის მიერ თავის პროფილის გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროების გზით.
    ბიზნესის გაყიდვის შემთხვევაში ან ბიზნესის წილის გაყიდვის შემთხვევაში.
    საქართველოს მოქმედი კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.

6. მესამე პირის ლინკები

მესამე პირის ბმულები (ლინკები) შეიძლება იყო ჩვენს ვებგვერდზე. ნებისმიერ მესამე პირს აქვს თავისი კონფიდეციალურობის ხელშეკრულება, რომელსაც თქვენ უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ გადამისამართების შემდგომ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ვიცნობდეთ მესამე პირის ვებ-გვერდებზე განთავსებულ წესებს და მოთხოვნებზე. ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ ჩვენს მიერ განხორციელებულ სერვისებზე რომელიც მხოლოდ ამ დომენის ქვეშ ხორციელდება.

7. მონაცემთა წაშლის და გაუქმების პირობები
თუ აღარ გსურთ, რომ ჩვენ ბაზაში დაფიქსირდეს თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები და მოავხდინოთ ამ მონაცემების წაშლა ან გავაუქმოთ ამ მონაცემების გამოყენებით შესაბამისი ოპერაციები (გამოგზავნები, შეტყობინებები და აშ). მაშინ:
* ელ.ფოსტაზე მიმოწერისას ყოველ ჩვენგან გამოგზავნილ ფოსტას თან ახლავს ბმული "გაუქმების"/unsubscribe ის ღილაკი. რომელზე გადასვლითაც მოხდება გამოწერის გაუქმება.
* ყოველ გამოგზავნილ სმს-ს თან ახლავს გაუქმების ინსტრუქცია. ან ქართულ ნომერზე (Georgian cell) ნომერზე 91055, გამოგზავნეთ SMS OFF შეტყობინება და ავტომატურად ამოვარდება გამოგზავნების სიიდან.
* სოციალურ მედიაში დაფიქსირებული მონაცემების გასაუქმებლად, შეგიძლიათ დაგვიტოვოთ ამავე სოციალური მედიის შეტყობინების ყუთში სიტყვა "გაუქმება" ან "unsubscribe"  და 10 დღის ვადაში, მოვახდენთ თქვენს მიერ გადმოცემულ ან შეგროვებულ ინფორმაციის წაშლას.
* მესამე პირის მიერ, სხვისი პირადი მონაცემების წაშლა არ ხდება. 
* მონაცემების დამუშავებისა და მართვაში, გათვალისწინებულია საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი.
* თუ გსურთ, რომ თქვენს მიერ დაფიქსირებული ნებისმიერი და ყველა სახის მონაცემი უნდა იქნას გაუქმებული, გთხოვთ შეგვატყობინოთ წერილობით ელ.ფოსტაზე: contact@mfes.ge
* ნებისმიერი სახის პრეტენზია მიღებული იქნება და განხილული იქნება 10 სამუშაო დღის ვადაში.


8. საკონტაქტო საშუალებები

ჩვენ, თქენთან დაკონტაქტება შეგვიძლია ნებისმიერი ჩვენთვის მოწოდებული საშუალებით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, სანამ უარს არ განაცხადებთ.
თქვენ ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი თქვენთვის ნაცნობი არხით.



9. ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში

მომავალში, კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში მოხდება რაიმე მატერიალური ან არსებითი ცვლილება ჩვენ შეგატყობინებთ ვებ გვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

10. ჩვენთან დაკავშირება

კონფიდენციალურობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე contact@mfes.ge, ტელეფონის ნომერზე 2424201;


კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილების თარითი: 2021, სექტემბერი 3
Cookie გამოყენების თანხმობა
ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენ პოლიტიკას და წესებს, მათ შორის Cookie-ის გამოყენების უფლებას, რომლითაც ვუზრუნველყოფთ, რომ საიტზე მუშაობა უფრო ადვილი გავხადოთ.
დათანხმებაX დახურვა
კონფიდენციალურობის შეთანხმება | მოხმარების პირობები | მისია
© 2015-2024 შპს მრავალ ფუნქციური ელექტრონული სისტემა / მ.ფ.ე.ს.; ყველა უფლება დაცულია;