x e l S e k r u l e b a # შეკვეთის კოდი 


ქ.თბილისი                                                                                      21 / Nov / 2024წ.

ერთის მხრივ,  (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება)  შპს „მრავალ ფუნქციური ელექტრონული სისტემა / მ.ფ.ე.ს.“  შემდგომში "შემსრულებლად" წოდებული,  ვებ-გვერდის mfes.ge-ის მფლობელი, არის საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული ავტორიზირებული იურიდიული პირი და მეორეს მხრივ დამკვეთი ან ვებ-გვერდის mfes.ge-ის მომხმარებელი, რომლის ვინაობაც განსაზღვრულია მომსახურების შეკვეთის ან რეგისტრაციის ფორმით, შემდგომში „დამკვეთად" წოდებული, წინამდებარე დოკუმენტით მხარეები თანხმდებიან ურთიერთ თანამშრომომლობის პირობებზე.;

განმარტებები
დომენი - ინტერნეტ მისამართის დასახელება mfes.ge
ქვე-დომენი - ყველა გვერდი, რომლის მთავარ დომენად გამოყენებულია mfes.ge
ჰოსტი - ადგილი ელექტრონულ სივრცეში, სადაც განთავსებული იქნება ვებ გვერდი.
ბრაუზერი - პროგრამა, რომლითაც ხდება ვებ გვერდის დათვალიერება.


I. xelSekrulebis sagani

1.1.    მომსახურების შეკვეთის ფორმითა და წინამდებარე მომსახურების ძირითადი ხელშეკრულებით, განსაზღვრული პირობებით შემსრულებელი ვალდებულია გაუწიოს დამკვეთს მომსახურების კატეგორიებში შემავალი ერთერთი ან ერთდროულად რამოდენიმე მომსახურება, რის სანაცვლოდაც დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საფასური მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.

1.2.    შემსრულებელი ვალდებულია დაიწყოს დამკვეთისათვის მომსახურების გაწევა შესაბამისი მომსახურების შეკვეთის ფორმის ხელმოწერიდან 24 საათის განმავლობაში;

1.3.    გადახდა ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით;
1.3.1.     საბანკო გადმორიცხვის შემთხვევაში აუცილებელია დანიშნულებაში მიეთითოს კლიენტის იდენტიფიკატორი - მომხარებლის სახელი ან კლიენტისთვის დაგენირირებული ინვოისის ნომერი; წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თანხის მიღება შეფერხდეს, რაც გამოიწვევს მომსახურების შეფერხებას;

1.4. საიტზე შესაძლებელია უფასო სერვისებით სარგებლობა, სადაც ასევე ვრცელდება აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. ამასთან. უფასო სერვისების სარგებლობის ძირითადი მიზანია, პროგრამის საპილოტე ვერსიების ჩვენება, გატესტვა და სწავლება. შესაბამისად "შესმრულებელი" არ აგებს რაიმე სახით პასუხს, უფასო პროგრამების გამოყენებისას გამოწვეულ რაიმე რისკებზე. იმ მიზნით, რომ გქონდეთ გარანტირებული მომსახურება, აუცილებელია შეიძინოთ ის.  

2.    მხარეთა პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობანი
2.1.    დამკვეთის უფლება-მოვალეობანი
2.1.1.    დამკვეთი არ აგებს პასუხს მიმწოდებლის მიერ მესამე პირებისათვის მიყენებულ ზიანზე ან ზარალზე.
2.1.2.    დამკვეთი არ აგებს პასუხს მიმწოდებლის მიერ მესამე პირის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებზე.
2.1.3.    დამკვეთი ვალდებულია მიმწოდებელს დროულად მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ელექტრონული-ციფრული სახით და საჭიროების შემთხვევაში განმარტოს იგი.
2.1.4.    დამკვეთი ვალდებულია მიმწოდებლის პროექტის მენეჯერს ხელი შეუწყოს საქმის წარმართვისათვის. საქმის წარმოების პროცესში მიიღოს მონაწილეობა როგორც ტესტირების სცენარების შემუშავების პროცესში ასევე ტესტირების პროცესში.
2.1.5.    დამკვეთი ვალდებული ყველა მოთხოვნა რომელიც გათვალისწინებული არ იქნება ამ დოკუმენტით, შემსრულებელს აცნობოს წერილობითი ფორმით.
2.1.6.    დამკვეთი ვალდებულია გამოყოს კადრი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს „შემსრულებელს“ დაკისრებული საქმის შესრულებისას საჭირო მხარდაჭერისთვის.
2.1.7.    დამკვეთი ვალდებულია ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებითვის გამოიყენოს ტექსტის კოდირება UTF8.
2.1.8.    დამკვეთს უფლება აქვს, ინფორმაციის შეყვანისას წარმოშობილი პრობლემები აცნობოს შემსრულებელს ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით. თუ პრობლემა წარმოშობილია ტექსტის სირთულიდან გამომდინარე და მოითხოვს ვებ-გვერდზე პროგრამულ ჩარევას ან/და დიზაინის ჩანაცვლებას, შემსრულებელი თავად გააკეთებს მოთხოვნას წერილობით ცნობასთან დაკავშირებით ან თავად გადმოაგზავნის შესასრულებელი დავალების თანხმობის დოკუმენტს.
2.1.9.    დამკვეთი ვალდებულია შემსრულებლის მიერ მიღებულ წერილს მოაყოლოს გარკვეული რეაგირება და დაავალოს შესაბამის კადრებს შემსრულებელთან თანამშრომლობა.
2.1.10.    დამკვეთს უფლება აქვს შემსრულებელს ნებისმიერი შეკითხვა ან პრობლემის შესახებ ინფორმაცია აცნობოს ნებისმიერ დროს 24/7 განმავლობაში ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
2.1.11.    წერილის პრიორიტეტულობა განისაზღვრება 3 დონით. სასწრაფო, პრობლემური, მოთხოვნა. რომელიც ტექსტობრივად უნდა მიეთითოს წერილის თავში.
2.1.11.1.    სასწრაფო - როდესაც პროგრამა დაზიანებულია ისე, რომ ფერხდება ინფორმაციის ატვირთვა, ცვლილება, წაშლა, კითხვადობა, მუშაობა, დავირუსდა. (ასეთ დროს დასაშვებია ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით შეტყობინება (მობილური, ტელეფონი და სხვა));
2.1.11.2.    პრობლემური - როდესაც პროგრამა დაზიანებულია უმნიშნველოდ ვიზუალურად, თუმცა ხელს არ უშლის კითხვადობას, არ არის სტრუქტურა დაშლილი და არ აფერხებს ვებ-გვერდზე მუშაობას. (კომუნიკაცია ძირითადად ელ.ფოსტით);
2.1.11.3.    მოთხოვნა - სხვა დანარჩენ შემთხვევაში გამოიყენება ჩვეულებრივი მოთხოვნა. (ძირითადად ელ.ფოსტით);
2.2.    შემსრულებლის უფლება-მოვალეობანი
2.2.1.    შემსრულებელი არ აგებს პასუხს შემსყიდველის მიერ მესამე პირის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებზე.
2.2.2.    შემსრულებელი არ აგებს პასუხს შემსყიდველის მიერ მესამე პირებისათვის მიყენებულ ზიანზე ან ზარალზე.
2.2.3.    შემსრულებელი არ აგებს პასუხს მომსახურების გაწევისას კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, შინაარსზე და შემცველობაზე;
2.2.4.    შემსრულებელი ვალდებულია, მომსახურების პირობების ფარგლებში იმოქმედოს დამკვეთთან შეთანხმების გარეშე;
2.2.5.    შემსრულებელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთს აუხსნას მის მიერ ჩატარებული სამუშაოს საჭიროება და მიზნობრიობა;
2.2.6.    შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთის მიერ მოწერილ შეტყობინებას რეაგირება მოაყოლოს და უპასუხოს მას მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებულია წერილობით აცნობოს დამკვეთს შეუსრულებლობის მიზეზი;
2.2.7.    შემსრულებელს უფლება აქვს საქმის შეუფერხებლობიდან და სისწრაფიდან გამომდინარე პრობლემა მოაგვაროს დროებით კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად, ხოლო შემდგომში გამოასწოროს იგი გონივრულ ვადებში.
2.2.8.    შემსრულებელს უფლება აქვს მომსახურების პირობებით გაუთვალისწინებელი საკითხი არ შეასრულოს და განუმარტოს დამკვეთს მიზეზი ან მოხდეს ცალკე შეთანხმება, რომელიც ამ ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული;
2.2.9.    შემსრულებელს უფლება აქვს დამკვეთს აცნობოს სიახლეები, შეხსენებები თანხის გადახდასთან დაკავშირებით ან რაიმე წერილზე პასუხის დროული მიღების მიზნით, როგორც ელ. ფოსტის საშუალებით ასევე სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით;
2.2.10.    თანხის 2 კვირით დაგვიანების შემთხვევაში, შემსრულებელს უფლება აქვს შეაჩეროს სამუშაოები. რომელიც მოქმედებს და ცვლის ხელშეკრულების ვადებს.


3.    garantiebi momsaxurebis gawevisas

3.1.    შემსრულებელი გარანტიას იძლევა, რომ მომსახურების შედეგად დამკვეთის მიერ მიღებული პროგრამული უზრუნველყოფა ან სხვა მასალები არ იქნება დავირუსებული.
3.2.    ვებ-ნამუშევრები დამზადებული და მიწოდებული იქნება "Internet Explorer", „Chrome“, "Firefox" და "Opera" ბრაუზერების ბოლო ვერსიებისთვის, "Windows", "Mac", Android  ბოლო სტაბილური ვერსიების გარემოსთვის;
3.3.    შემსრულებელი გარანტიას არ იძლევა, რომ მის მიერ გაწეული ვებ-ნამუშევრებს მომხმარებელი ნახავს ყველა შემთხვევაში. შესაძლოა მომხმარებელმა მისი სრული ნახვა ვერ მოახერხოს მრავალი მიზეზის გამო, როგორიც არის: დავირუსებული კომპიუტერი, დაზიანებული სისტემა და სხვა.
3.4.    შემსრულებლის მიერ არაჯეროვნად ან სამუშაოს ნაწილობრივ შესრულებისთვის, დამკვეთს უფლება აქვს გაწყივოტოს თანამშრომლობა დამკვეთთან, რომელსაც აუცილებლად უნდა ერთოდეს დამატებითი დოკუმენტი რომელშიც აღწერილი იქნება მიზეზ(ებ)ი.



4.    dauZleveli Zala (fors-maJori)

4.1.    ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, თუ იგი დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) მოქმედებით არ იყო გამოწვეული, მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობით.
4.2.    დაუძლეველ ძალად (ფორს-მაჟორად) ჩაითვლება შემდეგი და არ მხოლოდ:
4.2.1.    ა) სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი, და სხვა)
4.2.2.    ბ) გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომი, სამოქალაქო არეულობა, ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებები ან/და საგანგებო მდგომარება;
4.2.3.    გ) ეპიდემიები;
4.2.4.    დ) ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო;
4.2.5.    ე) ხელისუფლების ნებისმიერი ერთეულის ან ხელისუფლების მიერ საამისოდ კომპეტენტურად განსაზღვრული ორგანის გადაწყვეტილება და ისეთი ნორმატიული აქტების გამოცემა, რომლებიც ზემოქმედებენ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლიან, წყვეტენ ან აჩერებენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებსა და პირობებს.
4.3.    მხარეები თანხმდებიან. რომ საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობიდან გამომდინარე, ფორს-მაჟორულ მოვლენასთან გათანაბრებულია მესამე პირთა ბრალეული და/ან არაბრალეული ქმედებანი, რომლებიც შეუძლებელს ხდიან მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იგულისხმება ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული სიტუაცია, ენერგეტიკული კრიზისი და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე სხვა გარემოებები.
4.4.    ფორს-მაჟორული მოვლენების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფოსტა, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა).
4.5.    ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყონებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
4.6.    ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულებების შესრულების პერიოდი შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.
4.7.    დაუძლეველი ძალის მოქმედების დაწყების შემდეგ, მხარე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას, სადაც მიუთითებს ასეთი გარემოებების მოქმედების სავარაუდო ვადას. იმ  შემთხვევაში, თუ ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ხანგრძლივობა 20 დღეზე მეტხანს გრძელდება ან მათი დადგომისთანავე ცხადი გახდა, რომ მოქმედება 20 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მხარეები გადაწყვეტენ ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის საკითხს. ხელშეკრულების ამგვარი მიზეზებით მოშლის მიუხედავად, მხარეებმა უნდა გაასწორონ ყველა ადრე აღებული ვალდებულება დაუძლეველი ძალის მოქმედების დამთავრებისთანავე.

5.    davaTa gadawyveta

5.1.    მხარეთა შორის წარმოშობილი ყველა დავა წყდება მოლაპარაკების საწყისებზე, თუ ასეთი არ იქნება მიღწეული, დავა წყდება სასამართლო წესით.

6.    daskvniTi nawili
6.1.    წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით სიტყვიერ შეთანხმებას. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა  დაიშვება მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობით ან ასევე „შემსრულებელს“ უფლება აქვს ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანოს და შეტანილი ცვლილება აცნობოს „დამკვეთს“ ვებ-გვერდის საშუალებით და ავტორიზირებული ელ.ფოსტის საშუალებით. ასევე თუ ცვლილება დაკავშირებული „დამკვეთის“ ფინანსურ მხარეზე, „შემსრულებელი“ მას აცნობებს ორი კვირით ადრე;
6.2.    ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მეორე მხარეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება ორი კვირით ადრე მაინც, სადაც მიეთითება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი;
6.3.    ყველა ის შემთხვევა და პირობა, რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით, განიხილება და გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.4.    წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს მხარეთა შორის არსებულ ყველა წინასწარ შეთანხმებას და შესაბამისად წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ძალას კარგავს მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მიმოწერა და ზეპირი შეთანხმება.
6.5.    წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დამატება, ცვლილება და შესწორება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მას შემდგომ, რაც შესრულებული იქნება წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი იქნება მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
6.6.    თუ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვლება მხარეების რომელიმე რეკვიზიტი, მხარე მოვალეა დაუყონებლივ წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ მეორე მხარეს.
6.7.    მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც ცვლის ან აუქმებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულებას, არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას. ამ შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულება შეცვალონ ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულების არსს.
6.8.    ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან ან ელექტრონულად „შემსრულებლის“ რომელიმე „მომსახურების“ ან „პროდუქტის“ შეძენის მომენტიდან და მოქმედებს „მომსახურების“ ან „პროდუქტის“ შეკვეთის ფორმით გათვალისწინებული ვადით და პირობებით; თუ „მომსახურეობის“ შეწყვეტის შესახებ არ იქნება ცალკე წერილობითი მომართვა ან დავალიანება არ გადააჭარბებს 2 კვირას, მაშინ ხელსეკრულების პირობები გავრცელდება მთელი „მომსახურეობის“  მანძილზე;
6.9.    წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ასლი თითოეულ მხარისათვის.


7.    mxareTaiuridiuli misamarTebi da sxva rekvizitebi


შემსრულებელი:
     შპს "მრავალ-ფუნქციური ელექტრონული სისტემა / მ.ფ.ე.ს.", 
     საქართველო, ქ. თბილისი, 0177;  
     ს.ნ: 405080175;

საკონტაქტო: 
     https://www.mfes.ge, 
     contact@mfes.com, 
     (+995 32) 2424201; 


საბანკო რეკვიზიტი: 
    სს „თიბისი ბანკი“, ა/ნ: GE23TB7860736080100004; ბ.კ: TBCBGE22
    სს „საქართველოს ბანკი“, ა/ნ: GE84BG0000000366041602; ბ.კ: BAGAGE22



დამკვეთი

Cookie გამოყენების თანხმობა
ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენ პოლიტიკას და წესებს, მათ შორის Cookie-ის გამოყენების უფლებას, რომლითაც ვუზრუნველყოფთ, რომ საიტზე მუშაობა უფრო ადვილი გავხადოთ.
დათანხმებაX დახურვა
კონფიდენციალურობის შეთანხმება | მოხმარების პირობები | მისია
© 2015-2024 შპს მრავალ ფუნქციური ელექტრონული სისტემა / მ.ფ.ე.ს.; ყველა უფლება დაცულია;