ყველა ციფრულ არხს (ვებ-გვერდს, სოციალურ ქსელს, ელ.ფოსტის, სატელეკომუნიკაციო აპებს და აშ) თავის დანიშნულება და უპირატესობები გააჩნია.

იმისათვის, რომ მეტი შედეგი ქონდეს ციფრულ აქტივობას, გიზიარებთ მცირე გამოცდილებას.



ყველა ციფრულ არხს (ვებ-გვერდს, სოციალურ ქსელს, ელ.ფოსტის, სატელეკომუნიკაციო აპებს და აშ) თავის დანიშნულება და უპირატესობები გააჩნია.

იმისათვის, რომ მეტი შედეგი ქონდეს ციფრულ აქტივობას, გიზიარებთ მცირე გამოცდილებას.



facebook - აერთიანებს უმეტეს სოციალურ ფენას, ბიზნესს და პერსონალურ გვერდებს, მასში მარტივია მიზნობრივი გვერდების შექმნა და მართვა, რაც აუდიტორიასთან მარტივ და მოქნილ წარდგენის შესაძლებლობებს იძლევა.


Instagram - ინტერესების და თემატიკის მიხედვით, მიდევნების მარტივი და მოქნილი გზა. იძლევა საშუალებას, ინტერესების, ადგილმდებარეობის, ჰეშ-ტეგების მიხედვით ფართო მასებს მიაწოდოთ ინფორმაცია. წარმატების მიღწევის მოქნილი შესაძლებლობა.


Twitter - წარდგენის, სიტყვის ფართო მასებისთვის მიწვდენის, დისკუსიის გამართვის და ცნობების საუკეთესო საშუალება. აქ ანგარიშის შექმნისას მკაცრი ვერიფიკაციის წესები მოქმედებს, ამიტომ გაცილებით რთულია გვერდის გაყალბება და შესაბამისად გაცილებით სანდო პლატფორმაა.


Linkedin - პროფესიული სოციალური ქსელი, სადაც პროფესიონალების პოვნა გაცილებით მარტივია და მთლიანად ორიენტირებულია სამსახურებრივ საქმიანობაზე. აქვე შესაძლებელია ბიზნესის პროფილის, მომსახურების და მათი პროფესიონალთა გუნდის უკეთ წარდგენა და გაცნობა.


Whatsapp და Viber - ციფრული საკომუნიკაციო საშუალება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პირდაპირი კომუნიკაცია. ამასთან, ახალი შესაძლებლობებით შესაძლებელია ბიზნეს გვერდების შექმნა, შეტყობინებების დაგზავნა, ჯგუფების მართვა, ბოტებით ხელოვნური ინტელექტის ჩეთის გამართვა და აშ.


Youtube - ვიდეო გადაცემები და ვიდეო რგოლების გაზიარების საუკეთესო და უდიდესი პლატფორმა.


Pinterest - გამოგონებების და საინტერესო ნივთების წარმოების გაცნობის მექანიზმები. აქვე შეგიძლიათ, თქვენი გამოგონება ან წარმოება ან ხელნაკეთი ნივთები ან უბრალოდ თქვენი მოსაზრებები გააცნოთ ფართო მასებს, ინტერესის მიხედვით.


ვებ-გვერდი - საძიებო სისტემებთან და სხვადასხვა სოციალური მედიის შესაძლებლობების გაერთიანების საუკეთესო პლატფორმა, სადაც თქვენი ბიზნესის თუ პირადი ინტერესების შესაბამისად თავისუფალი მოქმედებების შესაძლებლობას გაძლევთ ციფრულ სივრცეში.


ციფრულ გარემოში წარმატების მისაღწევად, აუცილებელია გაეცნოთ თვითოეული სოციალური მედიის მომსახურების პირობებს, კონფიდენციალურობის შეთანხმებას, პერსონალური მონაცემების და საავტორო უფლებების დაცვის წესებს.

♥ / 👁 3330 უკან
Cookie გამოყენების თანხმობა
ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენ პოლიტიკას და წესებს, მათ შორის Cookie-ის გამოყენების უფლებას, რომლითაც ვუზრუნველყოფთ, რომ საიტზე მუშაობა უფრო ადვილი გავხადოთ.
დათანხმებაX დახურვა
კონფიდენციალურობის შეთანხმება | მოხმარების პირობები | მისია
© 2015-2024 შპს მრავალ ფუნქციური ელექტრონული სისტემა / მ.ფ.ე.ს.; ყველა უფლება დაცულია;